ტელეფონი

ტელეფონი
Friday, April 29, 2011
ტელეფონის ევოლუცია
დროთა განმავლობაში ტელეფონები უფრო განვითარდა და დაიხვეწა აგრეთვე შეიძინა დამატებითი ფუნქციები....ამჯერად იგი ძალზე გამოყენებადი აპარატია.....
ტელეფონის აპარატი
ტელეფონი (ბერძნ. τῆλε - "შორს" და φωνή - "ხმა") ტელეკმუნიკაციის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ბგერის მიღება-გადაცემისთვის (ლაპარაკისთვის), როგორც წესი ორი ადამიანის სასაუბროდ, იშვიათად სამი ან მეტის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონებისა მუშაობს ელექტო-სიგნალების გადაცემით, რთულსატელეფონო ქსელში.
ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურეტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა.
ტელეფონი
ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა..
აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე "ბელ ლამორატორიეს"-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, "Motorola"–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.
3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა"
რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ... სტანდარტული ხმოვანი ფუნქციების გარდა მობილურ ტელეფონს აქვს მრავალი დამატებითი სერვისი, როგორიცაა: SMS - ტექსტური შეტყობინებებისათვის, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი, MMS - სურათების გასაგზავნად და მისაღებად, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა და სხვა მრავალი.
პირველი მობილური ტელეფონი დაპატენტებულია 1908 წელს, ნათან სტაბალფიდის მიერ, კენტუკის შტატში, აშშ. 1947 წელს AT&T-ს ლაბორატორიაში განავითარეს და გამოუშვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობდა რადიო სადგურების სიგნალით და ვითარდებოდა სხვა ლაბორატორიების მიერ 1960 წლამდე. ამ მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში. ინფორმაციის დაბალი დანახარჯებით და სწრაფი გავრცელების გამო აღნიშნული ტელეფონი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მოტოროლას მკვლევარმა და დირექტორმა მარტინ კუპერმა გამოიგონა პირველი პრაქტიკული მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს.
Source: მიკრო კვლევები, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რესურს ცენტრი, – თბ. 2008
Subscribe to:
Posts (Atom)